საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება ჟურნალ „ლოგოსის“ IX ნომრისათვის

2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ბეჭდური და ელექტრონული

სამეცნიერო ჟურნალისათვის

 

 „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“.

 

ჟურნალის  მეცხრე ნომერი გამოქვეყნდება 2023 წლის ივნისში

 

სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

„ლოგოსის“ საიტი იყენებს ღია ჟურნალის სისტემას (Open Journal System) და მისი ყველა ნომერი 2022 წლიდან  ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.

სტატიას (ავტორის სურვილისამებრ) შესაძლებელია მიენიჭოს ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი -DOI.

 

სტატია უნდა წარმოადგენდეს ორიგინალურ გამოკვლევას, რომელიც ბეჭდური ან ელექტრონული სახით არ გამოქვეყნებულა.

სტატია იგზავნება სარეცენზიოდ  ორ ექსპერტთან და დასაბეჭდად მიიღება ორი დადებითი რეცენზიის  შემთხვევაში.

რეცენზენტების  ვინაობა კონფიდენციალურია.

ავტორი ვალდებულია, გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და სტატიაში, საჭიროებისამებრ, შეიტანოს შესაბამისი შესწორებები.

სტატიაში ავტორის მიერ საკუთარი  ნაშრომის  იმგვარად  დამოწმება, რითაც  შესაძლებელია დადგინდეს მისი ვინაობა, დაუშვებელია. სარეცენზიოდ გამოგზავნილ ვერსიაში სტატიის ეს მონაკვეთები უნდა შეიცვალოს სათანადოდ, რაც  შემდგომში, სტატიის დასაბეჭდად მიღების შემთხვევაში, აღდგება პირვანდელი ფორმით სტატიის საბოლოო რედაქტირებისას.

 

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე:  logos@tsu.ge

 

ციტირების სტილი  იხ.  დანართში.

 

თარიღი: 06/10/2022